როგორ მოვხვდეთ აქ
ეს
ეკლესიები მდებარეობს გორაზე, რომლის ირგვლივ, ყველა მხრიდან იშლება უმშვენიერესი
ხედები: სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ცივ-გომბორის ქედი, ჩრდილოეთით ალაზნის
ველი და მის ზემოთ აღმართული კავკასიონის მთაგრეხილი, რომლის ქვეშ მდორედ
მოედინება მდინარე ალაზანი. ტყესთან ახლო მდებარეობის გამო ეს ადგილი საუკეთესოა
ლაშქრობებისა,პიკნიკებისა და ბანაკების მოწყობისთვის.
Comments
Post a Comment