საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების
ტრადიცია საქართველოში 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525
ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი
ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013
წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული
მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა. საქართველოს
რეგიონებს შორის მევენახეობით ყველაზე განთქმული არის კახეთი და მათ შორის არის შალაურიც,
სადაც შემოდგომაზე ყველა ოჯახში იწურება ყურძენი ქვევრებში და და მზადდება
უნიკალური ღვინო. სწორედ ამ ღვინით აღნიშნავენ სოფლის ტრადიციულ დღესასწაულებს და უმასპინძლდებიან სტუმრებს სტუმართმოყვარე შალაურელები.
ვაზო, ლამაზო, ფესვო ნაკურთხო,
ვაზო, ქართველი კაცის დიდებავ,
ფერით ზურმუხტო, ბარაქით უხვო,
შენით სამშობლო ხარობს, ირთვება,
ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო,
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი...
შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
/იოსებ ნონეშვილი/
საქართველო თავისი უძველესი და უნიკალური კულტურით, ტრადიციებით და რწმენით, არა მხოლოდ ევროპული კულტურის, არამედ მთელი მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილია.
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteმეამაყებით ასეთი კარგები ,რომ ხართ.... წარმატებები.!
ReplyDelete