წმინდა გიორგის ეკლესიები და გიორგობის ტრადიციები შალაურში


წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს არც ისე შორს სოფლიდან. მისი გუმბათი მოჩანს სოფლის მთავარი ხიდიდან. იგი არის 11მ სიგრძის და 6 მ სიგანის. ეკლესია აშენებულია მე-19 საუკუნის II ნახევარში. იგი მდებარეობს გორაზე, ძველი სოფლის სეროდანის ტერიტორიაზე.


ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას, რომელიც აშენებულია რიყის ქვით კირის დუღაბზე, სახურავი ორ კალთიანია და გადახურულია კრამიტით,რომელზეც აღმართლია თაღოვანი გუმბათი ჯვრით. ჩრდილოეთით ორი ღრმა სარკმელია, სამხრეთით - ერთი. შუა ნაწილში ფართოდ გახსნილი სარკმელია. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ჩატანებულია სათითაო კარის ღიობები, რომლებიც დამთავრებულია ნახევარწრიული ფორმებით. ეკლესიის ინტერიერი რუსული ეკლესიის გავლენით შეღებილია თეთრი კირის ხსნარით, მსგავსად ბევრი სხვა ტაძრისა საქართველოში. 


ეკლესიის ეზოში ბევრი ქვევრია. ქვევრი არის კვერცხის ფორმის ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ღვინის დაძველებისა და შენახვისთვის. ქვევრს, როგორც ტრადიციულ ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს,  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა 2012 წელს. იუნესკომ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა.
 წმინდა გიორგი   მხატვარი: ანა წიგნაძე
ეკლესიის ჩრდილოეთით კედლის სიახლოვეს მოთავსებულია მაჭავარიანთა საძვალე, შემორჩენილია საფლავის ქვა თავის ეპიტაფიით.





წმინდა გიორგის მეორე ეკლესია


 ამ წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით არის წმინდა გიორგის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეშია აგებული. მოცულობით მცირე ზომისაა, გადახურულია ორკალთიანი კრამიტის სახურავით. აგებულია რიყის ქვით კირის დუღაბზე. სამხრეთით ერთი კარის ღიობია. ეკლესია ჩრდილოეთით მხოლოდ ერთი სარკმელითაა განათებული.
ორივე ტაძარი რესტავრირებულია 2008 წელს მიხეილ გელაშვილის მიერ.
ძველი წმინდა გიორგის ტაძარი რესტავრაციამდე









წმინდა გიორგი ყოველთვის იყო გამორჩეული და განსაკუთრებული წმინდანი საქართველოში და ამიტომ ასობოთ ტაძარია მის სახელზე აშენებული.
ქართველი ქრისტიანები გიორგობას აღნიშნავენ წელიწადში ორჯერ: 23 ნოემბერს (მისი  წამების დღე) და 6 მაისს (მისი გარდაცვალების დღე).
ბევრი ლეგენდა არსებობს წმინდა გიორგის შესახებ. ამ ლეგენდების თანახმად, წმინდა გიორგი იყო კაბადოკიიდან, ცენტრალური ანატოლიის ისტორიული რეგიონიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე). ის მსახურობდა რომაულ არმიაში, სადაც სახელი გაითქვა, როგორც გაბედულმა და მამაცმა მეომარმა.

როდესაც მან გაიგო,რომ იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაიწყო ქრისტიანთა შევიწროვება, წმ. გიორგიმ ღიად გამოაცხადა თავისი ქრისტიანობის შესახებ, რის გამოც იგი დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს. შემდეგ თავი მოკვეთეს 30 წლის ასაკში, ჩვენი წელთ აღრიცხვით 303 წელს.

წმინდა გიორგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწამე, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ქართველი ხალხი. ქართველებს სჯერათ, რომ წმინდა გიორგი არის დამცველი და მფარველი ქართველი ერის. ისტორიულ წყაროებში ხშირად არის აღწერილი, როგორ ჩნდებოდა წმინდა გიორგი ქართველ მეომრებს შორის ბრძოლის ველზე.
ქართული ტაძრების უმრავლესობა, სოფლებში და მაღალი მთის მწვერვალებზე აგებულია მის სახელზე, ამიტომ ყოველი დღე საქართველოში დღესასწაულია დიდმოწამე გიორგისადმი მიძღვნილი.
სჯერათ, რომ ქვეყნის სახელი Georgia  სწორედ წმინდა გიორგის სახელთან არის დაკავშირებული.
გიორგი არის ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული მამაკაცის სახელი საქართველოში.


საქართველოს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც შუბით კლავს დრაკონს.

„გიორგობა“ ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია სოფელში. 6 მაისი არის განსაკუთრებული დღე სოფლის მაცხოვრებლებისთვის. ეს არის სოფლის დღეობა. როცა მთელი სოფელი იკრიბება, სტუმრებთან ერთად ეკლესიის ეზოში. ლოცულობენ და ანთებენ სანთლებს. ამ დღეს იმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. გამარჯვებული იღებს სპეციალურ თასს და  პრიზს (ცხვარს).



ყველა ოჯახში იმართება ნადიმი. თუმცა ზოგი ეკლესიის ეზოში აღნიშნავს ამ დღეს.
იმართება ღია ბაზრობა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ტკბილეული და სხვადასხვა სუვენირები.

ამრიგად, ისტორიული ძეგლები, რომლებიც მდებარეობს შალაურში და რომლებიც სხვადასხვა პერიოდშია აგებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი წინაპრების უდიდეს მრწამს და დიდებულ კულტურულ ღირებულებებს, რომელიც უდაოდ ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენს.



Comments